03:22 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-11 15:59:47, 1037 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მომსახურების ახალი ოფისი გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ქუთაისში მომსახურების ახალი ოფისი გახსნა, სადაც გადამზიდველები ყველა საჭირო მომსახურებას მიიღებენ. ფილიალი უზრუნველყოფს საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერად სატვირთო გადაზიდვის ნებართვებთან დაკავშირებულ მომსახურებას, ასევე ტრანსპორტის უსაფრთხოების ორგანიზებისთვის განკუთვნილი დოკუმენტების მიღებასა და გაცემას.

ქუთაისის ოფისი რიგით მეოთხეა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მომსახურების ცენტრებს შორის თბილისის, ბათუმისა და ფოთის შემდეგ. შედეგად, გადამზიდველები, რომლებიც იმერეთში საქმიანობენ, სააგენტოს მომსახურების მიღებას უფრო სწრაფად და კომფორტულად შეძლებენ.

სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო 2011 წლიდან ფუნქციონირებს. სააგენტოში ბოლო თვეებში განხორციელებული რეფორმების შედეგად, გამარტივდა ნებართვების გაცემის წესი, ხოლო მომსახურების დრო შემცირდა





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics