|
2022-07-08 21:15:23, 837 ნახვა
პოლიტიკა
კანადის საგარეო - სანქციებს ვუწესებთ რუსეთის 28 მოქალაქეს, მათ შორის პატრიარქს
კანადა სანქციებს 28 პირსა და რუსეთის პატრიარქს უწესებს. - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით,რუსული პროპაგანდის მანქანამ სიცრუეზე პასუხი უნდა აგოს. "რუსული პროპაგანდის მანქანამ სიცრუეზე პასუხი უნდა აგოს. კანადა დეზინფორმაციას შეებრძოლება ყველგან, სადაც მას აღმოვაჩენთ. მოგმართავთ მათ, ვინც დეზინფორმაციას ავრცელებთ: თქვენ ამაზე პასუხს აგებთ. კანადა უკრაინის გვერდით დგას". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)