|
2022-07-06 15:12:31, 975 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ობამა ოფიციალურად აძლევს რჩევებს ბაიდენს და არავის უთქვამს, რომ ამერიკის არაფორმალური მმართველიაო
,,ბაიდენის ადმინისტრაციის 90 პროცენტი არის ობამას ადმინისტრაციის გაგრძელება და ობამა არის ამიტომ ამერიკის არაფორმალური მმართველი? უფრო მეტიც, პირდაპირ ღია წყაროებში შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით , რომ ობამა პირდაპირ არის ჩარეული, რჩევების მიცემის კუთხით, ბაიდენის საკადრო პოლიტიკაში. ეს არის ჩვეულებრივი ნორმა. ობამა არ არის პოლიტიკოსი, არანაირი სტატუსი ობამას არა აქვს,’’ - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. შეკითხვაზე იღებს თუ არა მმართველი გუნდი ივანიშვილისგან რჩევებს, კობახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან არ იღებენ რჩევებს, მაგრამ რომც აძლევდეს ივანიშვილი რჩევას მმართველს გუნდ ამაში დანაშაული არაფერია. ,,ერთადერთი, რაც შეიძლება თეორიულად ვიღაცამ თქვას, ხომ არ აძლევს ვიღაცას რჩევებს ივანიშვილი. რჩევებსაც რომ გვაძლევდეს, არ გვაძლევს, ესეც იქნებოდა ჩვეულებრივი ნორმა,’’ - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)