|
2022-06-23 22:56:59, 1088 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მზად ვართ მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ
ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა. „ახლა, ჩვენ მზად ვართ მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ”, - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა. ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ბრიუსელში დაწყებული ევროკავშირის სამიტზე უკრაინამ და მოლდოვამ ოფიციალურად მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა, შალე მიშელმა გადაწყვეტილებას "ისტორიული მომენტი" უწოდა. ამგვარად, ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს კიევს და კიშინოვს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)