14:16 - 26 Jul, 2026
|
2022-06-23 10:00:32, 1198 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ბილდტი ღარიბაშვილზე - რელსებიდან გადავიდა, ტრაგედიაა ამ ძალიან კარგი ქვეყნისთვის
ის რელსებიდან გადავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის, - ასე გამოეხმაურა შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, კარლ ბილდტი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრი „რეაბილიტაციას არ ექვემდებარება“. "ეს ტიპი, ვგულისხმობ საქართველოს პრემიერმინისტრს, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ჩემი მეუღლის დადანაშაულება საქართველოსგან მილიონობით დოლარის მოპარვაში გვიჩვენებს, რომ ის რელსებიდან გადავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის". - წერს კალ ბილდტი Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)