|
2022-06-22 22:01:26, 1084 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ მზად ვართ რეკომენდაციების შესრულება დავიწყოთ
ევროპელებს უნდა ავუხსნათ, რომ ამ პირობებში პოლარიზაციის დასრულება შეუძლებელია. - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ისინი დაიწყებენ მუშაობას და პარლამენტთან ერთად, მთავრობა მზად არის, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს. "როგორც კი დამტკიცდება ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილება და რეკომენდაცია, ჩვენ დავიწყებთ მუშაობას და თქვენთან ერთად, პარლამენტთან ერთად, მთავრობა მზად არის, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს. თუმცა, პოლარიზაციის დასრულებას როგორ შევძლებთ, ეს ჩვენს ევროპელ მეგობრებს უნდა ავუხსნათ კარგად, რომ შეუძლებელია ამ პირობებში". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ორ დღეში უნდა გახდეს ცნობილი ევროპარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის სტატუსზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)