|
2022-06-22 19:21:50, 1044 ნახვა
პოლიტიკა
შოლცი - უახლოეს მომავალში პუტინის იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა წარმოუდგენელია
უახლოეს მომავალში პუტინის იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა წარმოუდგენელია. - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა. მისივე თქმით, გერმანია პასუხისმგებლობას იღებს არამარტო საკუთარი თავის, არამედ მოკავშირეების თავდაცვაზეც. "უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე გაგვაჩნია. გერმანიის შეირაღებული ძალები აღიჭურვება ისე, რომ შეძლოს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების დაცვა, ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში. ეს არის ახალი ბუნდესვერის სტანდარტი". - განაცხადა შოლცმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)