15:41 - 26 Jul, 2026
|
2022-06-22 15:54:53, 1059 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი სამადაშვილს - იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს
ის პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, საქართველოსთვის განდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ლელოს”დეპუტატის, სალომე სამადაშვილის მისამართით განაცხადა. ღარიბაშვილმა სამადაშვილს ქვეყნის მოღალატე უწოდა. „ქალბატონი სალომე სამადაშვილი, ნერვიულობს, რადგან იცის, რომ მასზე უნდა გადავიდე. სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, პარლამენტში საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის სხდომა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)