09:23 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 14:21:02, 1285 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს კანდიდატის სტატუსი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მოლდოვას უნდა მიეცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

მისი თქმით, მოლდოვამ ბოლო წლებში სერიოზული განვიტარება ჰპოვა, თუმცა ასე უნდა გაგრძელდეს. 

"ჩვენი შეფასება იგივე მიმართულებით წავიდა, რაც უკრაინის შემთხვევაში იყო. ჩვენ აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს კანდიდატის სტატუსი. მოლდოვას ექნება განსახორციელებელი მნიშვნელოვანი რეფორმები. ახლო წარსულში მოლდოვამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა რეფორმების მიმართულებით, მკაფიოდ მანდატი ჰქონდა მინიჭებული მოსახლეობისგან. ეს პირველად ხდება მათ ისტორიაში, მაგრამ სერიოზულ განვითარებას ვხედავთ. მაგრმ ასე უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ ასევე გასცა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუმცა არა საქართველოზე. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics