11:43 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 14:11:56, 1126 ნახვა

საზოგადოება
ვაკეში, კეკელიძის ქუჩაზე ბინიდან ოჯახს ასახლებენ - ადგილზე დაპირისპირებაა

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხმაურია, ერთ-ერთი კორპუსიდან ოჯახს ასახლებენ. ადგილზე აღსრულების ბიურო და  პოლიციაა მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, აღსრულების სამსახური ბინაში შესვლას რკინის კარის გაჭრით ცდილობს, სადაც 3 თვის ბავშვი ჰყავთ.

„მქონდა 20 000 დოლარი ვალი, გადახდილი მაქვს სადღაც 84 000 და ახლა გვასახლებენ იმიტომ, რომ თურმე მევახშის ვალი მაქვს. რამდენიმე თვე გადამიცილდა და აუქციონზე გაიტანა და შეიძინა. 3 თვის ბავშვი მყავს და უნდათ, რომ გამოასახლონ“,- განაცხადა დაზარალებულმა ოჯახმა.

ამასთან მეპატრონე ამბობს, რომ 2008 წელს ბინა დატვირთეს იპოთეკური სესხით, რომელსაც 2013 წლამდე იხდიდნენ, რის შემდეგაც ბანკის თანამშრომლებმა ურთიერთობის გაგრძელება კერძო მევახშესთან ურჩიეს.

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
სალომე ზურაბიშვილი: ოპოზიციის გაერთიანება შეიძლება „ოცნების“ პარტიის ჩარევის გამო ჩაშლილიყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics