20:15 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 12:14:31, 1058 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინას და მოლდოვას წევრობის სტატუს მიანიჭებენ, საქართველოს პირობებს წაუყენებენ - Bloomberg

ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, რომელიც მომავალში შესრულდება, იუწყება Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ამასთან, ევროკომისია გეგმავს გამოაცხადოს, რომ ურჩევს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი შეასრულებს რამდენიმე წინაპირობას.

"აღმასრულებელი ხელისუფლება აპირებს უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ეს არის სიმბოლური ნაბიჯი, ევროკავშირში გაწევრიანების ხანგრძლივი პროცესის ნაწილი", - წერს სააგენტო.

ბლუმბერგი აღნიშნავს, რომ ამავდროულად, ევროკომისია „გამოაცხადებს იმ პირობებს, რომელთა შესრულება მოუწევთ ამ ქვეყნებს მომავალში. ისინი ეხება კანონის უზენაესობას, მართლმსაჯულების სისტემას და კორუფციასთან ბრძოლას.

იგივე პირობებით საქართველოც შეძლებს ასეთი სტატუსის მიღებას.

ის, რომ ევროკომისია უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების წინადადებას აპირებს, მანამდე Politico-მ გაავრცელა. Bloomberg-ის ცნობით, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გააპროტესტა, განსაკუთრებით დანია და ნიდერლანდები.

16 ივნისს კიევში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ოთხივე ევროპელი ლიდერი მხარს უჭერს უკრაინას „დაუყოვნებლივ“ კანდიდატის სტატუსის მინიჭების იდეას. ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში წევრობის მინიჭებისთვის „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს“.

რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზია თავის მხრივ რუსეთის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებას „მტრულ“ უწოდა. მისი თქმით, უკრაინის შესაძლო გაწევრიანება ევროკავშირში არ შეესაბამება რუსეთის ინტერესებს.

„ახალი სახელმწიფოების, მათ შორის უკრაინის ამ არამეგობრულ გაერთიანებასთან დაკავშირება ახალ პირობებში აღარ შეესაბამება რუსეთის ინტერესებს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics