|
2022-06-15 12:08:37, 790 ნახვა
პოლიტიკა
გახარიას პარტია 16 და 20 ივნისს დაანონსებულ აქციებს არ უერთდება
20 ივნისის აქციაზე „ვერ“ არა, „არ“ ვიქნებით და ამას არ ვამბობ ნიშნისმოგებით. ჩემი პატივისცემა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იქ მივლენ და გულწრფელ პროტესტს გამოხატავენ,- აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი. მისი თქმით, ევროპისკენ გზა ვერ გავა იმ დღის სიმბოლიზებაზე, რომელსაც მათ შორის „პარლამენტზე შტურმის დატვირთვა“ აქვს, რომელ შტურმსაც არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან. "20 ივნისის აქციაზე „ვერ“ არა, „არ“ ვიქნებით და ამას არ ვამბობ ნიშნისმოგებით. ჩემი პატივისცემა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იქ მივლენ და გულწრფელ პროტესტს გამოხატავენ. მე ვფიქრობ, თარიღი არასწორად იქნა შერჩეული, ვინაიდან, მათ შორის, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის 20 ივნისი ორმაგი დატვირთვის მატარებელია. ვიღაცეები, მხოლოდ ცალმხრივ სურათს ხედავენ და 20 ივნისს სუბიექტურად აფასებენ, ჩემი აზრით და ვიღაცეებისთვის ეს გულწრფელი პროტესტის ღამესთან ერთად არის პარლამენტზე შტურმის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ღამე. ჩვენ მარტივად ვუყურებთ - ევროპისკენ გზა ვერ გავა იმ დღის სიმბოლიზებაზე, რომელსაც მათ შორის პარლამენტზე შტურმის დატვირთვა აქვს, რომელ შტურმსაც არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან. რა თქმა უნდა, პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია. ვიღაცა ამას 20 ივნისს აქციაზე მისვლით გამოხატავს, ვიღაცა საქმით. ჩვენ გამოვხატავთ თამამი განცხადებებით და კონკრეტული ქმედებებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან,"- აცხადებს მეზვრიშვილი. გიორგი გახარიას პარტია ასევე არ უერთდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც 16 ივნისს გაიმართება. „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა უნდა იყოს „ოცნებისგან“ პოლიტიკური ნების დაფიქსირება რეფორმების განხორციელებაზე, ეს უნდა იყის მთავარი და არა ის, თუ როდის დაფიქსირდება მოქალაქეების გამოხატვა 16 ივნისს თუ 20 ივნისს, ეს ფორმაა მხოლოდ.
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
საია: სადამსჯელო რაზმების შექმნა აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის გაგრძელებაა
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)