02:53 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 11:42:10, 828 ნახვა

პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: საქართველოს დიალოგს რუსეთთნ ალტერნატივა არ აქვს

„ რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“,- ამის შესახებ ბერუჩაშვილმა "ამერიკის ხმის” ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20% და ეს არის დიდი გამოწვევა. 

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ეს არის პრობლემა, რომელიც არის მუდმივად ჩვენი ყურადღების ქვეშ, ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ყველგან, ეს იქნება მრავალმხრივი თუ ორმხრივი შეხვედრა. ამას ემატება კიდევ ის, რომ რუსეთის აგრესიული ნაბიჯები გრძელდება. რაც შეეხება მავთულხლართების გავლებას, რაც შეეხება ადამიანის უფლებების დარღვევას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სწორედ ეს ხელშეკრულებები არის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც რეალურად არის ძალიან სერიოზული საფრთხე რეგიონალური უსაფრთხოებისთვის. ამაზე საუბრობენ ჩვენი პარტნიორები და ეს არის რეაქცია საერთაშორისო თანამეგობრობის ნატო-ს, ევროკავშირის ევროპის საბჭოს და ყველა მნიშვნელოვანი ფორმატის, რომელსაც საქართველო მაქსიმალურად იყენებს და რომელზე მუშაობაც არის ჩვენი ყოველდღიური ყურადღების საგანი", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics