14:24 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 10:42:39, 1857 ნახვა

ომი უკრაინაში
აზოვის ბატალიონი - შურს ვიძიებთ ყველა მსხვერპლზე, თითოეული დანგრეული შენობისთვის, რომელიც რუსეთმა შეურაცხყო

აზოვი ცოცხალია და ქალაქი იცხოვრებს, შურს ვიძიებთ ყველა მსხვერპლზე.,თითოეული დანგრეული შენობისთვის ყველა ქუჩაზე, რომელიც რუსეთმა  შეურაცხყო. პუტინი ფიქრობს, რომ აზოვი   ნანგრევების ქვეშ დარჩა,  მაგრამ აზოვი ახლა მთელი ქვეყანაა, - ნათქვამია აზოვის პოლკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

 მათივე თქმით,  მარიუპოლი  რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლდება, როგორც ეს რვა წლის წინ მოხდა.

„მაგრამ აზოვი ცოცხალია. და ქალაქი იცხოვრებს. შურს ვიძიებთ ყველა მსხვერპლზე. თითოეული დანგრეული შენობისთვის. ყველა ქუჩაზე, რომელიც რუსეთმა „განთავისუფლებით“ შეურაცხყო. პუტინი ფიქრობს, რომ აზოვი აზოვის ნანგრევების ქვეშ დარჩა. მაგრამ "აზოვი" ახლა მთელი ქვეყანაა  აზოვი მარიუპოლს დააბრუნებს. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკრაინის ყველა ქალაქი და სოფელი არ განთავისუფლდება ოკუპანტებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 2014 წლის 13 ივნისს მარიუპოლი განთავისუფლდა რუსული ოკუპაციისგან. ქალაქის განთავისუფლებაში მონაწილეობა მიიღო აზოვის სპეციალური ბატალიონის 150-მა ჯარისკაცმა, დნეპროს სპეცბატალიონის 2 ასეულმა, ეროვნული გვარდიის 2 ასეულმა და შსს-ს სპეცდანიშნულმა ნაწილმა. უკრაინელი სამხედროები მარიუპოლს 80 დღეზე მეტ ხანს იცავდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics