15:07 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-11 12:35:48, 1614 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელს, ტოდორ ნედელევს ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას ბულგარული მედია ვიქტორ იგნატოვზე - ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

იგნატოვის თქმით, ფეხბურთელი მაშინ დაშავდა, როდესაც წინ მიმავალ ავტობუსს მეორე ავტობუსი უკნიდან შეეჯახა, ნედელევს მინის ნამსხვრევი თავში მოხვდა და თავის ქალა გაუტყდა.

მისივე ინფორმაციით, ტოდორ ნედელევის მდგომარეობა სტაბილურია. ის ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანეს, სადაც სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ სულ მცირე 1 კვირის განმავლობაში დარჩება, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზების მიხედვით კი  3 თვეში გამოჯანმრთელდება.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში ღამით იმ დროს მოხდა, როდესაც ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელები ორი ავტობუსით სასტუმროსკენ მიემართებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაემორჩილა და მეორეს შეეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics