|
2022-06-11 11:17:03, 2121 ნახვა
პოლიტიკა
როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი ხელისუფლება არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას, მთავრობის დაღმსასვლაზე მიუთითებს - კრამონი ზურაბიშვილის განცხადებაზე
როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი ხელისუფლება არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას. ცუდ ხუმრობას ჰგავს,- ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მთავრობამ უარი უთხრა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტზე. კრამონის თქმით, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში სხვაპოლიტიკური რეალობაა, რომელიც მთავრობის დაღმსასვლაა „როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი ხელისუფლება არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას. ცუდ ხუმრობას ჰგავს. მაგრამ სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ეს არის პოლიტიკური რეალობა. ეს საქართველოს მთავრობის დაღმსასვლაა“,- წერს კრამონი. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ უთხრა უარი ევროპის დედაქალაქებში ვიზიტის განხორციელებაზე. პრეზიდენტის თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ საქართლოს კანდიდატურის მხარდასაჭერად აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა. „მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პილონეთში და შესაძლებელია, უკრაინაშიც, ვისთან ერთადაც ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, მაგრამ მივიღე კიდევ უარი ამ მოგზაურობაზე და მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო, სადაც შემიძლია გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა",- განაცხადა პრეზიდენტმა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)