15:07 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 15:23:18, 872 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებმა ტრენერთა რესერტიფიცირების ტრენინგი წარმატებით გაიარეს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა (UAG) და ავტორიზებული საგამოცდო ცენტრ BDO ACADEMY-ის რესერტიფიცირების პროექტის ფარგლებში, აეროპორტების გაერთიანების 9 ტრენერმა რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა.

8 დღიანი ტრენინგი ტრენერების პრაქტიკულ კურსს მოიცავდა, რომლის მიზანი  ტრენინგის ჩატარების უნარების გაუმჯობესება, ეფექტური პრეზენტაციების მომზადება და ტრენინგის დროს კომუნიკაციის სწორად წარმოება იყო. სწავლების პერიოდში მოხდა პრაქტიკული უნარების განვითარება კონკრეტული მაგალითების ანალიზისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით. 

ტრენინგები გაიარეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უსაფრთხოების და ხარისხის მენეჯერმა თემურ ჩილინდრიშვილმა, აეროპორტების და აეროდრომების  ექსპლუატაციის მონიტორინგის მენეჯერმა გიორგი კენჭოშვილმა, მგზავრთა და ბარგის მომსახურების სამსახურის მენეჯერმა ომარ ტყეშელაშვილმა, ბაქანზე მომსახურების სამსახურის მენეჯერმა გიორგი პირტახიამ, ფრენების კოორდინაციისა და მიწისზედა მომსახურების მენეჯერმა გიორგი გოდუაძემ, აეროდრომის ექსპლუატაციის სამსახურის მენეჯერმა გაგა კუპატაძემ, სახმელეთო ტექნიკის ექსპლუატაციის სამსახურის მენეჯერმა გიორგი ბილინმა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის მენეჯერმა თენგიზ შალამბერიძემ და ქუთაისის აეროპორტის ექსპლუატაციის მონიტორინგის მენეჯერმა გივი ნანავამ. 

ტრენინგების წარმატებით გავლის შედეგად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მენეჯერები  თანამშრომლებისთვის სავალდებულო პერიოდული სწავლებისა და ტრენინგების ჩატარებას თავად შეძლებენ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics