|
2022-06-09 22:47:31, 1401 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - მე ამ რეზოლუციით ბიძინა ივანიშვილი ციხის საკნიდან დავამარცხე
მე ამ რეზოლუციით ბიძინა ივანიშვილი ციხის საკნიდან დავამარცხე. - განაცხადა ნიკა გვარამიამ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრის დროს. მისივე თქმით, ამ რეზოლუციის მთავარი არსი არის ის, რომ საქართველო იმსახურებს წევრობას. "პირველ რიგში, გილოცავთ ყველას ამ რეზოლუციას. მის მთავარ ნაწილს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და თხოვნას სხვა ევროპული სტრუქტურების, რომ ეს გაითვალისწინონ, ეს ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებაა. ქართველი ხალხის, დიახ, და ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ მიმართულებით მუშაობდა. ეს არის ქართული მედიის უპრეცედენტო და ისტორიული გამარჯვება, ასეთი არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში, მთავარი აქტორი ქართული მედიაა ამ რეზოლუციას ჰქვია კიდევაც მედიის შესახებ რეზოლუცია და ეს არის ქართული მედიის გამარჯვება. გილოცავ შენ პირადად და მთელ "მთავარ არხს", რომელიც ამ ბრძოლის ავანგარდში იყო მთელი ეს წლები ნამდვილად. შეგახსენებთ რომ დღეს რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)