|
2022-06-09 18:22:00, 953 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან, გაზპრომთან კავშირი აღარ აქვს
ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან, გაზპრომთან და ა.შ. კავშირი აღარ აქვს, ოღონდ ერთი და ორი წელი კი არ არის, 2012 წლამდე მოხდა ეს ყველაფერი, გაყიდა იმ ადამიანმა აქტივები და ისე მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში . ხალხმა ხმა მისცა და მერე მის პარტიას ხმა მისცა არაერთხელ, თქვენ ახლა ამტკიცებთ, რომ წარმოდგენა არ აქვს ამ ხალხს, ისე აძლევენ ხმას, ანუ ამ ქვეყნის მოსახლეობას ნახევარს წარმოდგენა არ აქვს ისე იღებს გადაწყვეტილებას, სინამდვილეში ეს ასე არ არის - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციებთან დაკავშირებით ტვ პირველის მიერ დასმულ კითხვაზე. მამუკა მდინარაძის თქმით, სისულელედ მიაჩნია მე იმ თემაზე საუბარი, რომელსაც ობიექტური საფუძველი არ გააჩნია. დღეს ირაკლი კობახიძეს უთხრეს „გაზპრომის“ აქციები აქვსო. წარმოიდგინეთ, 2012 წლამდე უკვე გაყიდული აქციების შესახებ თქვენი კოლეგები თუ თქვენ, არ ვიცი, რომელი იყავით, დღეს ეუბნებიან. 10 წლის წინანდელი ამბავი არ იციან, ან შეგნებულად იტყუებით. ამას რატომ აკეთებთ? მე მგონია რომ რაღაცა მიშიზმის რწმენაში ხართ გადავარდნილი. ნუ გაღიზიანდებით ფაქტობრივ გარემოებებზე. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან, გაზპრომთან და ა.შ. კავშირი აღარ აქვს, ოღონდ ერთი და ორი წელი კი არ არის, 2012 წლამდე მოხდა ეს ყველაფერი, გაყიდა იმ ადამიანმა აქტივები და ისე მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში . ხალხმა ხმა მისცა და მერე მის პარტიას ხმა მისცა არაერთხელ, თქვენ ახლა ამტკიცებთ, რომ წარმოდგენა არ აქვს ამ ხალხს, ისე აძლევენ ხმას, ანუ ამ ქვეყნის მოსახლეობას ნახევარს წარმოდგენა არ აქვს ისე იღებს გადაწყვეტილებას, სინამდვილეში ეს ასე არ არის“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)