18:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 23:09:19, 1662 ნახვა

ომი უკრაინაში
გიორგი გრიგოლია მოხალისე საქართველოდან დაიღუპა ბახმუტში

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. - ნათქვამია ქართველი მებრძოლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გრიგოლია მამასთან და ცოლ-შვილთან ერთად, უკვე 16 წელია უკრაინაში ცხოვრობდა. მასაც და მამამისსაც ორი ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. ნათესავების ინფორმაციითვე, დაღუპულმა ცოლ-შვილი ომის დაწყებისთანავე  თურქეთში გაგზავნა, მათ უსაფრთხოებიდან გამომდინარე საკონტაქტოც შეიცვალეს და ახლა გრიგოლიები ვერც მათ უკავშირდებიან. გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში იბრძოდა. 

ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს 13 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics