21:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 11:57:07, 2641 ნახვა

ომი უკრაინაში
მარიუპოლის მერი - ოკუპანტებმა ნაგავთან ერთად ნაგავსაყრელზე გვამებიც გადაყარეს

მარიუპოლში რუსმა დამპყრობლებმა სახლების დანგრევა დემონტაჟის გარეშე დაიწყეს,- ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

ანდრიუშჩენკოს თქმით, რუსები დანგრეულ სახლებში მიცვალებულების ძებნაში დროის დაკარგვის გარეშე ანადგურებენ მტკიცებულებებს.

„გუშინ, ნანგრევებში დაღუპულთა ცხედრების შესახებ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ოკუპანტებმა დაიწყეს სახლების პირდაპირი ნგრევა ნანგრევების დემონტაჟის გარეშე“, - განაცხადა მერის მრჩეველმა.

მისივე თქმით, ცხედრების შესახებ მონაცემების მოპოვება შეუძლებელია, ვინაიდან სახლების დანგრევის შემდეგ ყველაფერი ლევობერეჟნის რაიონის ნაგავსაყრელზე მიქონდათ.

„დაღუპულთა ახალი ცხედრების შესახებ მონაცემების მოპოვება შეუძლებელია იმის გამო, რომ დანგრევის შემდეგ ყველაფერი ლევობერეჟნის რაიონის ნაგავსაყრელზეა გადატანილი. თუ ცხედრები შენობებში რჩებოდა, ნაგავსაყრელთან ერთად იტვირთებოდა“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, რუსმა ოკუპანტებმა სეპარატისტებთან ერთად მთლიანად გაანადგურეს მარიუპოლში თითქმის 1300 მაღალსართულიანი შენობა, შესაბამისად დაღუპულთა რეალური რაოდენობა შეიძლება 22 000-ი იყოს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics