|
2022-06-02 17:14:04, 3583 ნახვა
Lifestyle
ჰოლოვუდის მსახიობმა ჯიმ ქერიმ წყალტუბოში გადაღებული ფოტოს NFT შეიძინა
ამერიკელმა კომედიანტმა ჯიმ ქერიმ, წყალტუბოში გადაღებული ფოტო ტვიტერზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს მისი პირველი NFT-ა "ეს მაჩერებს. ჯეიმს ჯოისმა თქვა, რომ კარგი იყო. მადლობა. ბუნების დახვეწილი და დაუნდობელი გადახედვის ზუსტად აღსაბეჭდად. სხვათა შორის, შენ ხარ ჩემი პირველი NFT." -წერს ჯიმ ქერი. „ერთგულება“ არის ნაწყვეტი რაიან კუპმანსის და ალისა ვექსელის გენეზის პროექტიდან „ველური შიგნით“. ამ სერიას ახალი სიცოცხლე შემოაქვს წარსული საბჭოთა ეპოქის მიტოვებულ შენობებში. რეალურ სამყაროში არსებულ ფიზიკურ სივრცეებზე დაყრდნობით, შეიქმნა ანიმაციური აღორძინება ციფრულ სფეროში. საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს ქალაქი წყალტუბო იყო პოპულარული სამკურნალო ადგილი, რომელიც განთქმული იყო სამკურნალო წყლითა და მდიდრული სანატორიუმებით. 1940-1980-იან წლებში ათასობით ადამიანი სტუმრობდა, მათ შორის სტალინი და მისი მაღალჩინოსნები მოსკოვიდან." წერია NFT-ის აღწერაში. ერთ-ერთი პირველი NFT პროექტი 2017 წლით თარიღდება. კომპიუტერულ თამაშში CryptoKitties ვიღაცეებმა ვირტუალური კნუტების მოშენება დაიწყეს . ხალხს იდეა მოეწონა. იმდენად, რომ ზოგმა თავის კატაში 100 ათასი დოლარი იშოვა. თუ ხდებით NFT–ს (Non fungible token - შეუცვლელი, ჩაუნაცვლებელი ტოკენის) პატრონი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ და მხოლოდ თქვენ ფლობთ მას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)