22:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 10:01:38, 1592 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემას გადასცემს, რომლითაც სამიზნის განადგურება 80 კმ მანძილზეა შესაძლებელი

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემას გადასცემს, რათა ქვეყანას რუსეთისგან თავის დაცვაში დაეხმაროს.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა,
საუბარია M270 ტიპის სარაკეტო სისტემებზე, რომლითაც სამიზნის განადგურება 80 კილომეტრამდე მანძილზეა შესაძლებელი.

“დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას და აიღო წამყვანი როლი მისი გმირი ჯარისკაცებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღის მიწოდებაში, რომელიც მათი ქვეყნის დასაცავად არის საჭირო. რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ამიტომ უნდა შეიცვალოს ჩვენი მხარდაჭერაც უკრაინის მიმართ. ეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები უკრაინელ მეგობრებს საშუალებას მისცემს, უკეთესად დაიცვან თავი რუსეთის მიერ შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის გამოყენებისგან, რომელსაც პუტინის ძალები ქალაქების გასანადგურებლად იყენებენ", - აღნიშნა უოლესმა.

ბრიტანეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ "უკრაინის ჯარისთვის ეს მნიშვნელოვანი გაძლიერებაა". მათივე თქმით, ეს ნაბიჯი "მჭიდროდ კოორდინირებულია" შეერთებული შტატების გადაწყვეტილებასთან, უკრაინას მიაწოდოს მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა.

გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობაში ამბობენ, რომ უკრაინელი ჯარისკაცები სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე წვრთნებს გაერთიანებულ სამეფოში გაივლიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics