19:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 11:35:55, 1096 ნახვა

საზოგადოება
დაღუპული გმირების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს თავდაცვის უწყებამ გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა. პირველი ივნისი დაღუპული გმირების შვილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს და სპორტულ-გასართობ ღონისძიებებს დაესწრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოზარდები სპორტულ შეჯიბრებებში აკადემიის იუნკერებთან ერთად ჩაერთვნენ. მხიარული სტარტების დასრულების შემდეგ დაღუპული სამხედროების შვილებს საჩუქრები გადაეცათ. სადილის შემდეგ ბავშვები თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არსებულ სიმულაციურ ცენტრს ესტუმრნენ და ვირტუალურ ბრძოლის სცენებს დაესწრნენ. მოზარდებმა ითამაშეს მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი და პეინტბოლი.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული გმირების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს”,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics