20:52 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 11:47:41, 643 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში „დიმიტრი ამილახვარის ფრანგულ-ქართული სტრატეგიული დიალოგის“ ფორმატში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „დიმიტრი ამილახვარის ფრანგულ-ქართული სტრატეგიული დიალოგის“ ფორმატში შეხვედრა გაიმართა. ფრანგ სტუმრებს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

მინისტრის მოადგილემ თავდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და საფრანგეთს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე სამშვიდობო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და ფრანგი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის საკითხს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი ინიციატივის - საჰაერო თავდაცვის განვითარებაში საფრანგეთის მხარდაჭერას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და შავი ზღვის რეგიონზე მის გავლენას. 

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ურყევია, ხოლო მშვიდობის დამყარების, სტაბილურობისა და რეგიონის განვითარების საქმეში დასავლეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი. ამ კონტექსტით ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე. 

შეხვედრის დასასრულს, ფრანგულმა მხარემ თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, „ღირსების ეროვნული ორდენი“ გადასცა. უმაღლესი ჯილდო ლელა ჩიქოვანს საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა. „ღირსების ეროვნული ორდენი“ საფრანგეთის უმაღლეს ეროვნულ ჯილდოს წარმოადგენს და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს. 

შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობისა და სტრატეგიის გენერალური დირექტორატის უფროსის მოადგილე გენერალ-ლეიტენანტი ლიუკ დე რანკური, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - დიეგო კოლასი, საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. 
„დიმიტრი ამილახვარის სტრატეგიული დიალოგი“ ფრანგულ მხარესთან მრავალმხრივ, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხების სფეროში ინტენსიურ კონსულტაციებს ითვალისწინებს. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics