04:53 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-29 18:03:53, 1748 ნახვა

ომი უკრაინაში
ხვალ ერდოღანი ჯერ პუტინს და მერე ზელენსკის დაურეკავს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 30 მაისს გამოაცხადა სატელეფონო საუბარი რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ლიდერებთან - ვლადიმერ პუტინთან და ვლადიმერ ზელენსკისთან.

„ჩვენ ვოცნებობთ, რომ ეს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობიანად დასრულდეს რაც შეიძლება მალე, მაგრამ, როგორც ჩანს, მოვლენები ყოველდღიურად უფრო ნეგატიურად ვითარდება. ორშაბათს მექნება სატელეფონო ზარები როგორც რუსეთის პრეზიდენტთან, ასევე უკრაინის [პრეზიდენტთან]. ჩვენ გავაგრძელებთ მხარეების წახალისებას, გამოიყენონ დიალოგისა და დიპლომატიის არხები“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

კრემლმა დაადასტურა, რომ პუტინი და ერდოღანი ორშაბათს გეგმავენ მოლაპარაკებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics