|
2022-05-27 16:38:58, 852 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციაზე - გვთხოვდნენ, ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოხალისეები, ეს ნიშნავდა ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას ომში
მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ სანქციებთან ერთად, ითხოვდნენ ჩარტერული რეისების გაშვებას, რომელსაც უნდა წაეყვანა „ნაციონალური მოძრაობის" ე.წ მოხალისეები, ეს უნდა გაეკეთებინათ ტელევიზიებში ლაივ-ჩართვებით და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას მსგავსი რამ არ გაუკეთებია და პირიქით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები მოუწოდებდნენ თავიანთ მოქალაქეებს, არ ჩართულიყვნენ ინდივიდუალურად საომარ მოქმედებებში. „ჩარტერულ რეისებზე ნებართვას, ბატონებო და ქალბატონებო, გასცემს საქართველოს მთავრობა. იმ დროს, როცა მსოფლიოში არც ერთმა ქვეყანამ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არც ერთმა მსგავსი რამ არ გააკეთა, პირიქით. აშშ-ის მთავრობამ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აბსოლუტურად ყველამ, მოუწოდა საჯაროდ თავის მოქალაქეებს საპირისპირო, რომ ისინი ინდივიდუალურად არ ჩართულიყვნენ საომარ მოქმედებებში. ამ დროს, ეს ადამიანები, ჩემო ძვირფასო მოქალაქეებო, გვთხოვდნენ, ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოხალისეები. ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას საომარ მოქმედებაში, კონფლიქტში და ამას აკეთებდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ეს არის მავნებლობა, მეგობრებო, ეს არის მტრობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)