|
2022-05-26 14:03:14, 998 ნახვა
საზოგადოება
ავთანდილ კასრაძე: რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი ტექნოპარკის მინიმოდელი, ბავშვებს შეუძლიათ გაეცნონ მსოფლიოს ტექნოლოგიურ მიღწევებს
სხვადასხვა სივრცეებთან ერთად, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისში, რუსთაველის გამზირზეა წარმოდგენილი, ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი, სადაც მათ აქვთ საშუალება, უშუალოდ გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს და ისწავლონ ინოვაციური პროდუქტების შექმნა თუ პროგრამირება. „ყველას ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე წარმოვადგინეთ ტექნოპარკის ერთგვარი მინიმოდელი, სადაც, განსაკუთრებით ბავშვებს, შესაძლებლობა აქვთ, უშუალოდ იხილონ ის ტექნოლოგიური მიღწევები, რომლებიც დღეს მსოფლიოში არსებობს. აქ გვაქვს ლაბორატორიები, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით ინოვაციური პროდუქტების შექმნას ვასწავლით, აქ არის წარმოდგენილი ვირტუალური რეალობის თამაში, რომლის გამოყენებითაც შეუძლიათ ვირტუალურ სამყაროში იმოგზაურონ, ასევე შევასწავლით რობოტების აწყობა-დაპროგრამებას. ამავე სივრცეშია სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია-ფაბლაბი, 3D პრინტერით, 3D სკანერით და ა.შ. ეს არის სივრცე იმისთვის, რომ ბავშვებმა თავიდანვე გაიაზრონ, რომ ისინი არიან ტექნოლოგიური ეპოქის ნაწილები და როგორ შეიძლება ამ ტექნოლოგიების გამოყენებას მიეჩვიონ ბავშვობიდანვე, რათა შემდგომში მომავლის პროფესიებსაც დაეუფლონ" - აღნიშნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ. საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველა ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებებით აღინიშნება. სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრო ღონისძიებებზე რამდენიმე ლოკაციით არის წარმოდგენილი, მათ შორის, თბილისში, ფოთში და მესტიაში. მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში," ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ფოსტის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, „საქრუსენერგოს," ენერგეტიკის განვითარების ფონდის, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სივრცეები და პავილიონები.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)