|
2022-05-23 16:08:45, 1307 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი: რადიკალური ოპოზიციის აჟიოტაჟს ცალკეული არასამთავრობოები აყვნენ და ამ კამპანიაში ჩართეს აშშ-ის საელჩო
რადიკალური ოპოზიციის აჟიოტაჟს სამწუხაროდ კიდევ ერთხელ აყვნენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყველაზე ცუდი რაც იკვეთება, მათ ამ კამპანიაში ჩართეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, თითქოს საელჩო დგას დისკრიმინაციის მხარეს - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს კამპანია მიზნად ისახავს შტურმს სასამართლოზე, თითოეულ მოსამართლეზე, რომ გააფრთხილონ, არ გაბედონ და არ გამოიტანონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება სამართალს და კანონის უზენაესობას. „ეს კამპანიაც მიზნად ისახავს შტურმს სასამართლოზე, თითოეულ მოსამართლეზე, რომ გააფრთხილონ, კიდევ ერთხელ შეახსენონ მათი რეალური სახე, რასაც ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აკეთებდნენ, რომ არ გაბედონ და არ გამოიტანონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება სამართალს და კანონის უზენაესობას. ამის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. რადიკალური ოპოზიციის აჟიოტაჟს სამწუხაროდ კიდევ ერთხელ აყვნენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყველაზე ცუდი აქ რაც იკვეთება, მათ ჩართეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამ კამპანიაში, თითქოს საელჩო დგას დისკრიმინაციის მხარეს. რა ღირებულებების და ფასეულობების მატარებელია ეს ხალხი, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლობაზე მიაქვთ ასეთი შტურმი“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)