22:23 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 16:03:07, 1670 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - ჩვენ არ გვჭირდება სუროგატები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის

ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკამ პუტინი გაათამამა. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად სუროგატები არ სჭირდება.

"უკრაინის ევროპული პერსპექტივის სტრატეგიული გაურკვევლობა, რომელსაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ახორციელებდა გასულ წლებში, წარუმატებელი აღმოჩნდა და უნდა დასრულდეს. ამან მხოლოდ გაათამამა პუტინი. ჩვენ არ გვჭირდება სუროგატები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის, რომლებიც აჩვენებენ მეორეხარისხოვან მოპყრობას უკრაინის მიმართ და ავნებს უკრაინელების გრძნობებს."- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics