18:47 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-16 12:58:36, 1177 ნახვა

მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადის პასუხზე დაჩქარებული წესით მუშაობს

 ჩვენ უფრო სწრაფად ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე,- აცხადებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს მოლდოვას და უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

 მისი თქმით, ევროკავშირი წევრობის განაცხადის პასუხთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით მუშაობს.

"მე არ შემიძლია განვაცხადო, როგორი იქნება [ევროპული] კომისიის აზრი, მაგრამ ჩვენ ამაზე უფრო სწრაფად ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე,"- აცხადებს ბორელი.

შეგახსენებთ, რომ კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics