22:23 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-15 16:21:50, 1699 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - კიევზე განმეორებითი შეტევის შემთხვევაში თავდაცვის ახალი გეგმა შემუშავდა

რუსული  ჯარების განმეორებითი შეტევის შემთხვევაში,  კიევის თავდაცვის ახალი გეგმა შემუშავდა, რომელშიც  ჯარების მოქმედების ახალი ფორმები და მეთოდები, ასევე ინფრასტრუქტურის უკეთესი  მომზადებაა გათვალისწინებული. ამის შესახებ  კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის შტაბის უფროსმა სერგეი კორნიიჩუკმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ დღეს რუსული მხარის მხრიდან კიევზე თავდასხმის მეორე მცდელობის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს.

„დღეს დედაქალაქს პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქი არის მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი, კიევი ყოველთვის იქნება მტრის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული სამიზნე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვემზადებით ყველაზე უარესი სცენარისთვის -ეს არის მეორე შეტევა.ახალი გეგმა ითვალისწინებს ჯარების მოქმედების ფორმების და მეთოდების, ასევე ინფრასტრუქტურის მომზადებას. მათ შორის, ხაზების, პოზიციების საფორტიფიკაციო აღჭურვილობის," - განაცხადა კორნიიჩუკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics