|
2022-05-10 12:00:47, 2017 ნახვა
მსოფლიო
ლიტვის საგარეო მინისტრი - შეიძლება პუტინი სხვამ შეცვალოს, მაგრამ სანამ რუსეთში ეს რეჟიმია, გარშემო ქვეყნებს საფრთხე ემუქრებათ
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანამდებობიდან გადაყენება ერთადერთი გზაა დასავლეთისა და მისი მოკავშირეების მომავალი საფრთხისგან დასაცავად. Associated Press-თან ინტერვიუში ლანდსბერგისმა თქვა, რომ პუტინის გამოსვლა გამარჯვების დღისადმი იყო „დამაჯერებელი“ და რომ გენერლებისა და სხვების „პირქუში სახეები“ უკრაინის ომში წარუმატებლობის ნიშნებია. თუმცა, მან თქვა, რომ დაჭრილი პუტინი შეიძლება კიდევ უფრო საშიში იყოს და რომ საფრთხის მოხსნის ერთადერთი გზა მისი მოცილებაა. „ჩვენი გადმოსახედიდან, სანამ დღევანდელი რეჟიმი არ იქნება ხელისუფლებაში, მის გარშემო მყოფ ქვეყნებს გარკვეულწილად საფრთხე ემუქრება. არა მხოლოდ პუტინი, არამედ მთელი რეჟიმი, რადგან, მოგეხსენებათ, ერთმა შეიძლება შეცვალოს პუტინი და შეიძლება შეცვალოს მისი ახლო წრე, მაგრამ სხვა პუტინი შეიძლება დადგეს მის ადგილზე. ასე რომ, სანამ რეჟიმი, რომელიც აპირებს ომების წარმოებას რუსეთის ტერიტორიის გარეთ, არსებობს, მის გარშემო მყოფ ქვეყნებს საფრთხე ემუქრებათ. და თუ ერთი რამ დაუმტკიცდა მათ, ვისაც ამაში ეჭვი ეპარებოდა 2008 წლის შემდეგ საქართველოში, 2014 წელს, როდესაც უკრაინაში პირველი ომი დაიწყო, ეს არის ის, რომ რუსეთი აგრესიული ქვეყანაა. ეს ძალიან ნათელია”, - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
საინფორმაციო სააგენტო BMG-ი On.ge-ის ყიდულობს - მედიაჩეკერი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)