10:26 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 17:49:05, 1687 ნახვა

ომი უკრაინაში
არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის 58-ე არმია, რომელიც 2008 წელს ცხინვალში შეიჭრა, განადგურებულია

რუსეთის 58-ე არმიის დიდი ნაწილი უკრაინაში განადგურებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ავრცელებს.

მისივე თქმით, დარჩა მხოლოდ მეასე ბრიგადა, სადაზვერვო, საზღვაო ქვეითები და მეშვიდე ბაზა აფხაზეთიდან.

„მთლიანად განადგურებულია ერთ-ერთი პოლკი,  ეს მაშინ, როცა რუსული პროპაგანდა აცხადებს, რომ ეს-ესაა აიღებენ და ასე შემდეგ. მთელი 58-ე არმია განადგურებულია, ბრძოლისუნარიანი დარჩა მხოლოდ მეასე ბრიგადა, სადაზვერვო, საზღვაო ქვეითები და მეშვიდე ბაზა აფხაზეთიდან, რომელიც, სხვათა შორის, უარს ამბობდა წინსვლაზე. ისინი დაარბიეს, მაგრამ მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ ბრძოლისუნარიანობას“, - თქვა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ბაზირებული რუსეთის 58-ე არმია 2008 წლის აგვისტოში მთელი შემადგენლობით შემოიჭრა საქართველოში, ცხილვალის რეგიონში და დაიწყო ბრძოლა საქართველოს საჯარისო შენაერთებთან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics