09:04 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 18:31:58, 1480 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - არავის მოუტანია იმდენი ტკივილი დონბასისთვის, როგორიც რუსეთმა 2014 წლიდან

არავის მოუტანია იმდენი ტკივილი დონბასისთვის,  როგორიც რუსეთმა 2014 წლიდან. - ამის შესახებ ინფორმაციას მიხაილო პოდოლიაკი ავრცელებს.

მისივე თქმით, 2019 წელს დონბასში 27 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

" 2019 წელს დონბასში 27 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 2020 წელს - 8. 2021 წელს - 15. სრულმასშტაბიანი ომის 2 თვის შემდეგ, მხოლოდ მარიუპოლში დაღუპულთა რიცხვმა 10 000-ს მიაღწია. არავის მოუტანია იმდენი ტკივილი და მწუხარება დონბასის მაცხოვრებლებისთვის, როგორც რუსეთმა მოუტანა 2014 წლიდან და განსაკუთრებით დღეს. " - განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics