07:42 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-01 17:43:18, 1834 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პროკურატურა რუსული ძალების მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულის 9000-ზე მეტ საქმეს იძიებს

უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა, აცხადებს, რომ რუსული ძალების მიერ ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით  9000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

პროკურორის თქმით, ბუჩაში ზოგიერთი ცხედრის იდენტიფიცირება შეუძლებელია და საჭიროა დნმ-ის ნიმუშების შეგროვება.

„სამწუხაროდ, გვაქვს საფუძველი ყოველდღიურად გავხსნათ ახალი საქმეები: მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი, დაბომბვა, ჩვენი მოქალაქეების და ბავშვების დეპორტაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე",- აცხადებს ვენედიქტოვა.

 სამხედრო დანაშაულების შემთხვევები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებს მოიცავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics