05:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 15:28:53, 2698 ნახვა

ომი უკრაინაში
მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინა თავს ნებისმიერი გზით დაიცავს, მათ შორის დაარტყამს მკვლელების საწყობებსა და ბაზებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, განახორციელებს თუ არა დარტყმებს რუსულ სამხედრო ობიექტებზე.

როგორც პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, უკრაინა თავს ნებისმიერი გზით დაიცავს, მათ შორის, დაარტყამს მკვლელების საწყობებსა და ბაზებს.

 

"ბლინკენმა თქვა - "უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, განახორციელებს თუ არა დარტყმებს რუსულ სამხედრო ობიექტებზე". რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინა თავს ნებისმიერი გზით დაიცავს, მათ შორის, დაარტყამს მკვლელების საწყობებსა და ბაზებს. მსოფლიო ამ უფლებას აღიარებს.", - წერს პოდოლიაკი. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics