|
2022-04-28 15:48:13, 1689 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ოზურგეთში 14 ჰა-ზე მოცვის ბაღები გაშენდება
„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორისა და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში 14 ჰა-ზე მოცვის ბაღები გაშენდება. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 1 320 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. პარტნიორობის ფარგლებში „ქართული მოცვის კომპანია“ წელიწადში 170 ტონამდე მოცულობის ლურჯი მოცვის მოსავალს უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, ევროპასა და სხვა რეგიონებში განხორციელდება. „საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ვიწყებთ ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც 14 ჰა. ფართობზე მოცვის ბაღების გაშენებას გულისხმობს. ბანკის მიერ გამოყოფილი ინვესტიცია ტერიტორიის მოსამზადებლად და ლურჯი მოცვის ნერგების დასარგავად მივმართეთ. წელიწადის განმავლობაში, ველით 150-170 ტ. მოსავლის აღებას, რომელიც ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება. პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის რაიონში მუდმივად 15-20 ადამიანი, ხოლო სეზონურად 50-60 ადამიანი დასაქმდება. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან ერთად გვეძლევა ახალი და საინტერესო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა “, - აცხადებს კომპანიის დირექტორი, მარიამ შარაშიძე. „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, წვლილი შევიტანოთ „ქართული მოცვის კომპანიის“ განვითარებაში. გვჯერა, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც ლურჯი მოცვის მწარმოებელი ქვეყნის პოზიციონირებას და აგროსექტორის განვითარებას. მეტი მსგავსი ინიციატივის მხარდაჭერით, ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ როგორც ქართული ბიზნესის განვითარებაში, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და ეკონომიკის გაძლიერებაში. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სანდრო ძაგნიძე. ინფორმაციისთვის, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს და არაერთი პროექტის პარტნიორია. ვრცლად, ბანკის ბიზნეს პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bankofgeorgia.ge/ka/business
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)