05:05 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 13:22:09, 1646 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერო - პუტინი „პრინციპში“ თანახმაა, წითელ ჯვართან ერთად, აზოვსტალის სამოქალაქო ევაკუაციაში ჩავერთოთ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  „პრინციპში“ დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის (ICRC) ჩართვას უკრაინის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სპიკერი, სტეფან დუჟარიკი, ავრცელებს.

 სპიკერის თქმით, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ჰუმანიტარული დახმარებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობები განიხილა.

,, ვისაუბრეთ ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქ მარიუპოლში არსებული ვითარების შესახებ, სადაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინელი ჯარისკაცი  აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში იმყოფება.პრეზიდენტი პრინციპში დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში “, - ნათქვამია გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემდგომი დისკუსიები  გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის გაიმართება, ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics