01:00 - 28 Jun, 2026
|
2022-04-25 13:59:11, 2298 ნახვა
ომი უკრაინაში
მიხაილო პოდოლიაკი - ოკუპანტები სულ უფრო მეტად ემსგავსებიან ბოევიკებს, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იქნას აღიარებული
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა რუსული ჯარები ISIS-ის ბოევიკებს შეადარა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც დატყვევებულ უკრაინელ ჯარისკაცს სიკვდილით დაემუქრნენ, თუ მშობლები გამოსასყიდს არ გადაიხდიდნენ. როგორც პოდოლიაკი Twitter-ის გვერდზე წერს, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული. „რუსული ჯარი სულ უფრო მეტად ემსგავსება SIS-ის ბოევიკებს. რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული,"- აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი. ცნობისთვის, უკრაინელი ჯარისკაცი ალექსეი ნოვიკოვი, 23 აპრილს ტყვედ ჩავარდა. მისი ვიდეო რუსმა ოკუპანტებმა ჯარისკაცის დედას გადაეგზავნეს და 5000 ევროს სთხოვდნენ შვილის სიცოცხლის სანაცვლოდ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)