01:00 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 11:44:02, 2103 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის ქალაქ ბრაიანსკში მდებარე საწარმოს, საიდანაც ევროპას ნავთობი მიეწოდება, ცეცხლი უკიდია

რუსეთში, ქალაქ ბრაიანსკში ნავთობის საცავი „ტრანსნეფტ ბრიანსკის დრუჟბა“ იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა წინასწარი მონაცემებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარს წინ აფეთქება უძღოდა. 

ბრაიანსკის რეგიონი ესაზღვრება უკრაინას, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ქალაქი ბრაიანსკი უკრაინის საზღვრიდან 100 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს უკრაინის ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმას.

საწარმო მართავს დრუჟბას ნავთობსადენს, რომლის მეშვეობითაც ნავთობი რუსეთიდან ევროპაში მიეწოდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics