|
2022-04-21 17:58:22, 2247 ნახვა
ეკონომიკა
Citroen Ami - ნულოვანი ემისია, ხმაური და სტრესი - ელექტრომობილი საქართველოში „ავტო გალერიმ“ ჩამოიყვანა
ევროპული ბაზრისთვის შექმნილი, სრულად ელექტრიფიცირებული ავტომობილი, Citroen Ami, რომელიც კომპანია Citroën-მა 2020 წელს გამოუშვა, ქართულ ბაზარზე პირველად გამოჩნდა. „ქარისთვის“, ავტომობილი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანია “ავტო გალერიმ” ჩამოიყვანა. „Citroen Ami ამ ეტაპზე ევროპის მხოლოდ 6 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ჩვენთვის საამაყოა, რომ ეს ელექტრომობილი საქართველოში პირველად „ავტო გალერის“ გუნდმა ჩამოიყვანა. პროცესი არ იყო მარტივი, თუმცა ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. მოლაპარაკებებში ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ჩავრთეთ და პირველ ტრანშს წარმატებით ვახორციელებთ. მაისის ბოლომდე საქართველოში 60 ერთეულის ჩამოყვანას ვგეგმავთ“, - აცხადებს გიორგი კობახიძე, „ავტო გალერის“ დირექტორი. Ami - ესაა პრაქტიკული პასუხი ურბანულ გამოწვევებზე მობილობის ახალ რეალობაში, განსაკუთრებით მოკლე მგზავრობებისთვის. ესაა შესაძლებლობა ქალაქის ცენტრთან უფრო ადვილი წვდომის, სკუტერების, ველოსიპედების, მოპედების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალური ალტერნატივა გონივრულ ფასად. ნულოვანი ემისია, ნულოვანი ხმაური და ნულოვანი სტრესი მართვისას - ეს ის გამორჩეული მახასიათებლებია, რაც Ami-ს სხვა ავტომობილებისგან განასხვავებს. ელექტროძრავის წყალობით, Ami-ს მყისიერი დაძვრისა და სიჩქარის 45 კმ.სთ-მდე ზრდის შესაძლებლობა აქვს და სრული დამუხტვის შემთხვევაში 75 კმ-მდე მანძილს ფარავს.
მისი ლითიუმ-იონური ბატარეის, 220 ვატი ძაბვით სრულად დამუხტვისთვის, 3 საათი სრულიად საკმარისია. კომპაქტური Citroen Ami 2.41 მ. სიგრძის, 1.39 მ. სიგანისა და 1.52 მ. სიმაღლისაა, რაც მას კიდევ უფრო პრაქტიკულსა და მოსახერხებელს ხდის გადატვირთულ ქალაქში გადაადგილებისა და პარკინგისთვის. ელექტრომობილი იდეალურია ქალაქში მრავალჯერადი, მოკლე მოგზაურობებისთვის, როგორებიცაა შეხვედრები, სამსახური ან თუნდაც საღამოს გასეირნება მეგობრებთან ერთად. Ami-ს, მისი სიჩქარის მაქსიმალური ოდენობისა და უსაფრთხოების პარამეტრების გათვალისწინებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მართვის მოწმობა არ ესაჭიროება. მათ შორის საფრანგეთში მისი ტარება 14 წლის მოზარდებსაც შეუძლიათ. საქართველოში კი მისი მართვა 23 წლის ასაკიდან არის დაშვებული და B ან B1 კატეგორიის მართვის მოწმობაა საჭირო. ნახევარტონიანი, მსუბუქი, მოსახერხებელი Ami „ქარის“ ავტოპარკში თავად შეგიძლიათ გამოცადოთ და გაიზიაროთ ევროპული, პრაქტიკული ყოველდღიურობის გამოცდილება. --
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)