19:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 13:47:00, 1561 ნახვა

ომი უკრაინაში
სერგეი ლავროვი - დასავლეთმა ზელენსკი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში არსებული ვითარება აშშ-ისა და დასავლეთის სურვილის პირდაპირი შედეგია, მართონ და ბატონობდნენ მსოფლიოში.

India Today-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა ერთპოლუსიანი მსოფლიოს მოდელის შესაქმნელად.

„მიმდინარე მოვლენების სათავე არის აშშ-სა და დასავლეთის სურვილი, მართავდნენ მსოფლიოს. მათ სურდათ ეჩვენებინათ,რომ მსოფლიო არ იქნებოდა მრავალპოლუსიანი და შექმნეს პლაცდარმი [უკრაინა] ჩვენს საზღვრებთან ჩვენს წინააღმდეგ. მათ იარაღი შეიტანეს უკრაინაში. რეალური მიზეზი არის ქვეყნების უმეტესობის თვითკმაყოფილება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მათ დაარღვიეს  რუსეთის ხელმძღვანელობის წინაშე არსებული დაპირებები და დაიწყეს ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მათი აზრით, ეს არის თავდაცვითი ალიანსი და არა საფრთხე რუსეთისთვის“.- განაცხადა ლავროვმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics