|
2022-04-18 15:00:26, 1182 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია : ვიწყებთ პროგრამას, რომლის მიზანია, მცირემიწიან ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შეძენაში დავეხმაროთ
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა დღეს მთავრობის მიერ მიღებული ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად - დამტკიცდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მქონე ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანია მცირემიწიან ფერმერებს დავეხმაროთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შეძენაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რამდენიმე კვირის წინ, ფერმერების მხარდასაჭერად, კიდევ ერთი პროგრამა ამოქმედდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, მსხვილ ფერმერებს საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი უფინანსდებათ. „ფერმერებს ვეხმარებით საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხების პროცენტის სუბსიდირებაში - 9%-ის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში, ძალიან მცირე ხნის განმავლობაში, 22 მარტიდან დღემდე, ისარგებლა ძალიან ბევრმა ბენეფიციარმა, გაცემულია 20 მლნ ლარზე მეტი სესხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ფერმერები აქტიურად სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროგრამით და ჩართულები არიან ერთწლოვანი კულტურების მოყვანის პროცესში; ეს ნიშნავს მეტ დამუშავებულ ფართობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ მცირემიწიან ფერმერებს შედარებით ნაკლებად აქვთ წვდომა შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე, აქედან გამომდინარე, იმ პირობებში, როცა გაზრდილია ფასები სასუქებზე, პესტიციდებზე და სხვა საქონელზე, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ახალი პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროგრამის ფარგლებში, პრემიერის გადაწყვეტილებით, ფერმერები მიიღებენ 300 ლარიან დახმარებას 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. დამეთანხმებით, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება და შესაძლებლობას მისცემს, აწარმოონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მიიღონ შემოსავალი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. აღსანიშნავია, რომ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამას იწყებს. ახალი პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრა 1 ჰა -ზე 300 ლარით. პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები. ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად. პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება სპეციალურ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ბენეფიციარების აგრობარათებით უზრუნველყოფას მოახდენს სს „ლიბერთი ბანკი“. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)