09:10 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 19:19:43, 1607 ნახვა

რეგიონი
შუახევის სახელოვნებო სკოლის დაბისა და უჩამბის მოსწავლეებმა, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს

შუახევის სახელოვნებო სკოლის დაბისა და უჩამბის მოსწავლეებმა, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. -  ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცლებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ  ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, სახელოვნებო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

"ღონისძიება შინაარსობრივად მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.  მოსწავლეებმა წაიკითხეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები. 

ომარ ტაკიძემ, დამსწრე საზოგადოებას დედაენის დღე მიულოცა და   1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე, ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა ქართული ენის მდიდარი წარსული და ქართული ენის მნიშვნელობა ერის თვითმყოფადობის საქმეში.

კულტური ცენტრის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა საჯარო ბიბლიოთეკაშიც, რომელსაც მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე დაესწრო." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics