01:03 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 13:07:43, 1152 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა ამერიკელ კონგრესმენებსა და კანადელ სენატორებს საპასუხო სანქციები დაუწესა

რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრებსა და კანადელ სენატორებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ რუსეთის დუმის დეპუტატებისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოა. 

ახალი რუსული სანქციები 398 კონგრესმენს შეეხო. ამასთანავე, სანქცირებულთა სიაში მოხვდა კანადის 87 სენატორი. მათ რუსეში შესვლა აეკრძალათ. 

"აღნიშნული პირები, მათ შორის აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის ხელმძღვანელობა და კომიტეტების თავმჯდომარეები, მუდმივად შედიან რუსეთის Stop-სიაში, სხვა მოქმედ კანონმდებლებთან ერთად", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics