01:02 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 12:28:35, 1172 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი მედვედევი - თუ შვედეთი და ფინეთი ნატო-ში გაწევრიანდებიან, მოგვიწევს ფინეთის ყურეში ძალების გაძლიერება

თუ შვედეთი და ფინეთი ნატო-ში გაწევრიანდებიან, რუსეთის ფედერაციასთან ალიანსის სახმელეთო საზღვრების სიგრძე გაორმაგდება. - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევის თქმით, რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი.

„შვედეთი და ფინეთი ცხოველური სერიოზულობით განიხილავენ ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას. თავად ალიანსი მზადაა მიიღოს ისინი ფაქტიურად „თეთრი ხელის ქვეშ“ - უმოკლეს დროში და მინიმალური ბიუროკრატიული პროცედურებით. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უფრო მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული მოწინააღმდეგე ეყოლება. როგორ უნდა ვუპასუხოთ ამას? პასუხი ნათელია: ემოციების გარეშე, ცივი თავით. რამდენი ქვეყანაა ნატო-ში - ოცდაათი თუ ოცდათორმეტი, მთლიანობაში ჩვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია. ორით ნაკლები, ორით მეტი - მათი მნიშვნელობითა და მოსახლეობით დიდი განსხვავება არ არის. სხვა საქმეა, რომ თუ შვედეთი და ფინეთი გაწევრიანდებიან ნატოში, რუსეთის ფედერაციასთან ალიანსის სახმელეთო საზღვრების სიგრძე გაორმაგდება. ბუნებრივია, ეს საზღვრები უნდა გაძლიერდეს.“ - თქვა მედვედევმა.

ამასთან მედვედევმა, დასძინა რომ, ჩრდილოელი მეზობლების გონებით იმოქმედებენ, რადგან შვედეთისა და ფინეთის საზოგადოებრივი აზრი ნატო-ში გაწევრიანების აუცილებლობის საკითხზე დაახლოებით ორადაა გაყოფილი. არცერთ საღად მოაზროვნე ადამიანს არ სურს უფრო მაღალი ფასები და გადასახადები, გაზრდილი დაძაბულობა საზღვრებთან, ისკანდერები, ჰიპერსონიკები და გემები, რომლებსაც ბირთვული იარაღი აქვთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics