|
2022-04-13 21:34:42, 1498 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობაზე გათვალისწინებული სასჯელის გამკაცრება იგეგმება
პარლამენტში უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებული კანონპროექტის თანახმად, განზრახ მკვლელობის მუხლი შესაძლოა გამკაცრდეს. ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსს“ ეხება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თანახმად: მკაცრდება სასჯელის ზომა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობა) ჩადენისთვის. ამჟამად განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე. კანონპროექტის მიხედვით, განზრახ მკვლელობა 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება; ასევე, სსკ-ის კოდექსის 109-ე მუხლი ერთნაწილიანი გახდება და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით; ამასთანავე მკაცრდება სასჯელები ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)