|
2022-04-12 22:11:35, 878 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - სამხედრო ოპერაციას უკრაინაში არ შევწყვეტთ სანამ მოსკოვი წარმატებას არ მიაღწევს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან მათ ომის დანაშაულებზე "ყალბი პრეტენზიები" წარმოადინეს და დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს. "ახლა უსაფრთხოების მოთხოვნებია საკითხი, ხოლო სევასტოპოლსა და დონბასზე ურთიერთობების მოწესრიგების საკითხები ამ შეთანხმებიდან ამოღებულია. ანუ, ისევ ჩიხში დავბრუნდით, როგორც ჩვენთვის, ასევე ყველასთვის.". – თქვა ვლადიმირ პუტინმა. პუტინმა ასევე თქვა, რომ ის არ შეწყვეტს "სამხედრო ოპერაციას" უკრაინაში, მანამ სანამ მოსკოვი წარმატებას არ მიაღწევს. მან უარყო ცნობები უკრაინის ქალაქ ბუჩაში დანაშაულების შესახებ და თქვა, რომ ის "ყალბია" "სირიაში, როცა ასადის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა, პროვოკაციები იყო. შემდეგ გაირკვა, რომ ეს ყალბი იყო. ისეთივე ყალბია, როგორც ბუჩაში",- თქვა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)