23:52 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 10:26:04, 1423 ნახვა

მსოფლიო
ლიზ ტრასი მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე - ეს იქნება კონფლიქტის ესკალაცია, რისთვისაც პუტინი პასხუს აგებს

დიდი ბრიტანეთი თავის პარტნიორებთან მუშაობს მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ დეტალების გადასამოწმებლად. - ამის შესახებ ტრასი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, მსგავსი იარაღის გამოყენება კონფლიქტის ესკალაცია იქნება, რისთვისაც პუტინი და მისი რეჟიმი პასუხს აგებენ.

„ჩვენ სასწრაფოდ ვმუშაობთ პარტნიორებთან დეტალების გადასამოწმებლად. ასეთი იარაღის ნებისმიერი გამოყენება იქნება უმოწყალო ესკალაცია ამ კონფლიქტში და ჩვენ პასუხს ვაგებინებთ პუტინს და მის რეჟიმს“, - წერს ლიზ ტრასი.

შეგახსენებთ, გუშინ „აზოვის პოლკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ დაახლოებით, საღამოს 10:00 საათისთვის რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მარიუპოლში უპილოტო საფრენი აპარატით უკრაინელი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ უცნობი წარმომავლობის მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics